პრეზიდენტი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

პრეზიდენტი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.

მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს.“,- წერს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024...

თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, - ამის...

თენგიზ შარმანაშვილი “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა...

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგგიზ შარმანაშვილმა,...

გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ...

არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ...

გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე...