პარლამენტი ფასების რეგულირებასთან დაკავშირებულ სპეციალურ კომისიას ქმნის – შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს წარედგინება

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებულ სპეციალურ კომისიას ამჯერად პარლამენტი ქმნის. შესაბამისი დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც, მიმდინარე კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭს უყრიან. კომისიის წევრთა რაოდენობასა და კვოტებს უკვე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაადგენს.

ცნობილია, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის სხდომები საზოგადოებისთვის საჯარო იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი...