პაატა ბურჭულაძე “გამჭვირვალობის კანონზე”: ყველაფერი რუსულია თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!

ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?! – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია დეკლარაცია ყველამ შეავსოს.

“ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!
ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტელეფონისა და ბარათის გარეშე: როგორ გადაიხდიან თიბისის მომხმარებლები ხელის გულით

**თიბისის მომხმარებლებს ხელის გულით გადახდა შეუძლიათ** თიბისის მომხმარებლებს პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას ანგარიშსწორება ხელის გულით შეუძლიათ. ეს გადახდის ალტერნატიული მეთოდია, რომლის გამოსაყენებლად ტელეფონი ან საბანკო...