ოლგა სკაბეევა: რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ

რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ – განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა და პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ. ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სკაბეევამ კომენტარი გააკეთა საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. იგი უკმაყოფილოა, რომ შეურაცხყოფის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ.

„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ.” – განაცხადა ოლგა სკაბეევამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...