ნინო წილოსანი ზურა გირჩი ჯაფარიძეს: ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ

ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

წილოსანი შალვა პაუაშვილის ტანზანიაში ვიზიტზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი უბადრუკი მდგომარეობის გადასაფარად უმცირესს შანსააც კი ებღაუჭება.

მისი თქმით, საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი.

“ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთის და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები

და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა

ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან

თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ

საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი”- წერს ნინო წილოსანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 3 ნოემბერს ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას სამიტის ორგანიზატორები ავრცელებენ. ღონისძიების ფარგლებში ევროპელი ლიდერები და ექსპერტები ევროპის...