ნინო ფოჩხუა: საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადებას ეხმიანება, სადაც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.

ექსპერტის თქმით, კორუმპირებულ ევროპარლამენტარსაც მალე მიადგება მართლმსაჯულება და სულ კაპიკ – კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან.

„საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში. ამ კორუმპირებულ ევროპარლამენტარს ურჩევნია თავის ჩონჩხებს მიხედოს კარადაში, გაასუფთაოს, თორემ მასაც მიადგება მართლმსაჯულება, სულ კაპიკ – კაპიკ დაუთვლის საქართველოდან ჩარიცხულ თანხებს და ალბათ არამარტო საქართველოდან.“ – წერს ფოჩხუა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად,...