ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო, თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბერი თამარ ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო.

მისი განცხადებით, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და შედეგად, ციხეში აღმოჩნდნენ, თავად ჩერგოლეიშვილი კი, აშშ-ის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებაზე ლეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მშვიდად უსმენდა.

“თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი – ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის “გასაღების გადმობარების” მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო.

ჩერგოლეიშვილის “არალეგიტიმურობის” პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა,” – წერს ობოლაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც...

სერბეთში დემოკრატიულ პროცესს ზეიმობს ჩვენთან ის დამხობის სულისკვეთების ხალხი, რომელიც ექვსჯერ მონაწილეობდა იმ რევოლუციურ სცენარებში, რომელსაც გვიდგამდნენ აქ, ქვეყანაში. რატომ ზეიმობენ?! ღიმილის მომგვრელია, -...