ნიკა გვარამია – შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი – რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი, – ასე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, მსჯავრდებული ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელ, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს.

„რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ – წერს გვარამია.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 19 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...