მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომობილის ჩხრეკისას, სადაც ბრალდებულები იმყოფებოდნენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა ფულს გულისხმობს, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ევროპელი...

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის თითოეულმა მცხოვრებმა წელიწადში მხოლოდ ერთი კათხა ლუდის ღირებულების თანხა უნდა გაიღოს. ამის შესახებ...