ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ შეხვედრებზე.

„გრძელდება შეხვედრები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში და დღეს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ფართო საზოგადოებას, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს და პარლამენტის წევრებს მიმართოს სიტყვით და გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე, არამედ ზოგადად – ის, რაც ზიანს აყენებს ევროკავშირის განვითარების პერსპექტივას, ასევე, ცალკეული ევროპული ქვეყნების განვითარებას და წარმოადგენს საერთო გამოწვევას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გამახვილდება ყურადღება. „ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს...