მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.

შესაბამისი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება ჯამში 40 მლნ ლარს შეადგენს.

„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს – მინისტრებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...