მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ, სადაც მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა მოლდოვასთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან მოლდოვაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზების ვარიანტების განხილვას, ასევე „გაზპრომის“ მიმართ სს „მოლდოვაგაზის“ დავალიანების გადაწყვეტის გზებს.

„გაზპრომმა“ არ დააკონკრეტა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ რუსული გაზის მიწოდება მოლდოვაში, თუ უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყდება 2025 წლის 1-ელ იანვარს

ავტორი:

ბოლო სიახლეები

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 11:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათზე განახლდება. პროცესი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. სხდომაზე გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...