მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე

თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„თურმე, საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება. შეიძლება იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს ძალოვანმა სტრუქტურებმა. მე მივესალმები, ეს უნდა გააკეთონ, უნდა გამოიძიონ სრულად“, – განაცხადა რამიშვილმა.

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტიერი მარიანი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: რუმინეთის მსგავსად, ევროკომისიის ეს მორიგი ჩარევა...

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელში პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. „დაგვიანებით, თუმცა მოსალოდნელად, რომ ევროკომისიამ პოლონეთის კონსტიტუციის საკუთარი ინტერპრეტაციით პოლონეთში ტუსკის...