მიხეილ დუნდუა: სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა

სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

ის ინფლაციის დონესთან დაკავშირებით, საქსტატის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

„დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა არის ის მიზანი, რასაც ეწოდება ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვა. სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, 5 წლიანი გაუმჯობესებით ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის და მსყიდველობით უნარიანი ეკონომიკის 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არის პირველ ადგილზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველო გააგრძელებს მომდევნო წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირებას“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...