მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, კუბის, სომხეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლიბანის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიის, შრი-ლამნკის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 67 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა ფულს გულისხმობს, ეს ნიშნავს, რომ თითოეული ევროპელი...

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ევროკავშირის თითოეულმა მცხოვრებმა წელიწადში მხოლოდ ერთი კათხა ლუდის ღირებულების თანხა უნდა გაიღოს. ამის შესახებ...