მეუფე იაკობი: მე მინდა, უცხოეთში ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსეთის იმპერია მოიქცეოდა

მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობამ მშვიდობა აირჩია. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია შერიგება და არჩევნების აღიარება.

„მე მინდა, უცხოეთში ამ ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, რომ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსის იმპერია მოიქცეოდა, 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ რისთვის ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე. დიდი შერიგება უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა შევრიგდეთა“, – განაცხადა მეუფემ

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...