მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო უკვე არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი

ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ ევროპულ პერსპექტივას, რომელიც საქართველოს გასული წლის ივნისში მიენიჭა და ამ პერსპექტივის არსებობის მნიშვნელობას, – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ვიზიტის დროს.

„საქართველო მოიაზრება და უკვე არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. საქართველო არის განხილული, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყანა და ახლა უკვე , იმ ეტაპებს, რომლებსაც ქვეყანა გაივლის, ერთი მხრივ დამოკიდებულია საქართველოზე, თუ რას გააკეთებს რეფორმების განხორციელების კუთხით, თუმცა ეს დიდწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ევროკავშირი მიიღებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...