ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც ამ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი – ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ

ჩვენ ვართ პირველ რიგში ვალდებულები იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე გამოცადა ის ჩაგვრა და წამება, რაც იმ რეჟიმმა შემოგვთავაზა. არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც ამ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ქმედებებს შეისწავლის.

„რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან ომში, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება. რაც 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ და ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...