ლევან ქარუმიძე: დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ეხმაურება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვარაუდს, რომლის განცხადებითაც მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგება.

„ნონსენსია. ასეთი დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს“, – წერს ქარუმიძე twitter-ზე.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ გააუარესა. სააგენტოს განმარტებით, გაუარესებული ფისკალური პირობები და პოლიტიკური ფრაგმენტაცია ქვეყნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის. Fitch-მა...