კულტურის სამინისტრო – 22 ქართველი სტუდენტი ევროპის ცხრა ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებას

საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, აკადემიური პროგრამების ფარგლებში განათლება მსოფლიოს წამყვან სახელოვნებო სასწავლებლებში მიიღონ. მათ შორის არის სტრასბურგის უნივერსიტეტი, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია, ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტი, ოზიმოს აკადემია, ორჰუსის მუსიკის სამეფო აკადემია, ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორია, ანტვერპენისა და ლიეჟის სამეფო კონსერვატორიები, სენტ ლუისის მუსიკის კოლეჯი და ტოსტის საერთაშორისო სასიმღერო აკადემია.

კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანია უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებთან ინტეგრირება, ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

„ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიზნით კულტურის სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...