მამაკაცი, რომლის ბინაშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა

მამაკაცი, რომლის ბინაშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, დაიღუპა. ინფორმაცია „ქრონიკას“ რამდენიმე წუთის წინ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

„დღეს დილას პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება იყო. მას აღენიშნებოდა მასშტაბური, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. ამას ემატებოდა სასუნთქი გზების დაზიანება და ის ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია. იმყოფებოდა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. შშმ პირი ჰყვებოდა, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ...

ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა, როგორ საუბრობდა, რომ ვარდების რევოლუცია, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ წახალისებული...