ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი წლის თაია კლინიკიდან გაწერეს. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩატარდა განმეორებითი ანალიზები, კონსილიუმის საფუძველზე მოხდა პაციენტის მდგომარეობის დეტალური განხილვა. განხილვის პროცესში ჩართული იყო ფსიქოლოგიც, მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად, გაეწერა ბინაზე ექიმთან მეთვალყურეობით“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ.

დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ...

ხაზგასასმელია მიხეილ სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და შემდეგ წაშალა, როგორ საუბრობდა, რომ ვარდების რევოლუცია, რომელიც იყო კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ისევ და ისევ წახალისებული...