„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ უნებართვოდ აშენებული სასტუმროდან და კოტეჯებიდან სტეფანიანმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალი უკანონოდ მიიღო. ამ მონაცემებით, გამოძიების მიერ დადგენილია 2 მილიონ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.

„ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა“, – აცხადებს გამოძიება.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. დანაშაული 9-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...