ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე რამდენიმე ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმების ითხოვს

ხელისუფლების დამხობის საქმის პროკურორი როინ ხინთიბიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა.

„არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებმა მიაყენეს არაერთი დაზიანება, ფიზიკური შეურაცხყოფა. მან განმარტა, თუ სად, როგორ და ვინ მიაყენა დაზიანება, ზოგი მათგანის ამოცნობაც შეძლო და განმარტა, თუ რა ვითარება იყო ზოგადად შემთხვევის ადგილზე. ასევე გამოვიკვლიეთ ვიდეო, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ ცდილობდნენ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და მის ხელში ჩაგდებას. ასევე, როგორ ახორციელებდნენ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს”, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლოში ძალადობის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი დაკითხა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების...