,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მაცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა.

ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება.

„წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ეხება. უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად განვიხილეთ სკვერისა და სტადიონის ესკიზი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირდება შიდა ეზო. სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება,- განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე -გიორგი ტყემალაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...