ჯო ბაიდენი სი ძინპინს შეხვდა

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს შეხვდა. ჯოზეფ ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა პერუში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა სი ძინპინთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეული სამხედრო კონტინგენტის შესვლის, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო მრეწველობის სექტორის მხარდაჭერის გამო.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხიც განიხილეს და ჯანსაღი კონკურენციის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და,...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხალხის...