ნიკოლოზ სამხარაძე პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: პაატა ბურჭულაძემ გამოიყენა თავისი კონტაქტები და ავსტრიელ ევროპარლამენტარებს გააკეთებინა ეს განცხადება. სწორედ ამას ნიშნავს პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს მკაფიოდ უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს კანონის უზენაესობაზე შეტევა.

„ჩნდება პოლიტიკური კორუფციის ნიშნები. კორუფცია მხოლოდ ფულის აღებას არ ნიშნავს, კორუფცია ნიშნავს იმას, რომ შენს მანდატს ბოროტად იყენებ იმისთვის, რომ პირადი გამორჩენა ნახო.

პაატა ბურჭულაძემ გამოიყენა თავისი კონტაქტები და ავსტრიელ ევროპარლამენტარებს გააკეთებინა ეს განცხადება. სწორედ ამას ნიშნავს პოლიტიკური კორუფცია და ძალიან სავალალო შედეგებამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს. ეს მკაფიოდ უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს კანონის უზენაესობაზე შეტევა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ევროპის სახალხო პარტიის წევრი 5 ევროპარლამენტარი ხელისუფლების დამხობის მცდელობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ამტკიცებენ, ძალადობის ორგანიზატორი დემოკრატიის ხმაა და პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...