იუსტიციის სამინისტრო – საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი მედიკოსების დაშვება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, – ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის მინისტრმა ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა პატიმარ სააკაშვილს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანა.

საგანგებოდ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: 2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს...

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები...