ირაკლი კობახიძე: დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის

„დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან, მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შავი დღე მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის არის.

„შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი...

„ქალთა უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ქალების საკითხი - ეს ეხება მთელ საზოგადოებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებასა და მის სოციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური...