ირაკლი კირცხალია ფასების რეგულირებაზე: ძალიან სენსიტიური პროცესია, სწორად არის ეს გზა გასავლელი. ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ პრობლემის მოგვარებისა არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად აღმოვფხვრით ამ პრობლემას

ძალიან სენსიტიური პროცესია, ძალიან სწორად არის ეს გზა გასავლელი. ჩვენი ამოსავალი წერტილი ამ პრობლემის მოგვარებისა არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად, მათი ჩართულობით მოვაგვარებთ და აღმოვფხვრით ამ პრობლემას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფასების რეგულირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბიზნესი თავიდან ბოლომდე გაითავისებს თავის სოციალურ პასუხისმგებლობას.

„სწორედ ამას ემსახურება საპარლამენტო კომისია, რომ ფასების მატებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცენ პასუხი. როდესაც კოლოსალურ ფასნამატებზე ვსაუბრობთ, ეს არის ყველა საბიუჯეტო გადასახადის შემდეგ. ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად პრობლემური საბიუჯეტო გადასახადებია. უფრო სისტემურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს ჩვენ და ბიზნესმა ერთად. ამ გადასახადების თემა იყო იმ სპეკულაციების ნაწილი იმათი მხრიდან, ვინც პრემიერის განცხადების შემდეგ 30 წუთში მაღალი ფასების მხარეს დადგა და კიდევ ერთხელ დაგვანახა ნამდვილი სახე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...