ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „პატარა კაცი“ უწოდა

„სტარლინკთან“ დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, კომპანა „სფეის იქსის“ მფლობელი და შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი გამოეხმაურა. მან სიკორსკის პატარა კაცი უწოდა და აღნიშნა, რომ „სტარლინკის“ ჩამნაცვლებელი არ არსებობს.

„გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და „სტარლინკის“ ჩამნაცვლებელი არ არსებობს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს სტარლინკს არ გაუთიშავს იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინის პოლიტიკა მისთვის მიუღებელი იქნება.

„სრული სიცხადისთვის, იმის მიუხედავად, ვეთანხმები თუ არა უკრაინის პოლიტიკას, „სტარლინკი“ არასოდეს გაუთიშავს მას თავის ტერმინალებს. უბრალოდ ვაცხადებ, რომ „სტარლინკის“ გარეშე უკრაინის ფრონტის ხაზები ჩამოიშლებოდა, რადგანაც რუსებს სხვა კომუნიკაციების ჩახშობა შეუძლიათ. ჩვენ მსგავსს არაფერს გავაკეთებთ და „სტარლინკს“ ვაჭრობის საგნად არასოდეს გამოვიყენებთ“, – განაცხადა მასკმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...