გურამ მაჭარაშვილი ბესო ხარძიანს: ერთხელ თუ მაინც იყო სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შესული მამათქვენთან და მოიკითხა მისი ამბავი

პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის წევრები ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, მის შვილს ბესო ხარძიანს კითხავენ, კომისიის წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მისი მისამართით კითხვები დასვა.

დეპუტატი დაინტერესდა მაშინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თუ დაინტერესებულა ბესიკ ხარძიანის ამბით და თუ ჰქონდა კომუნიკაცია მას ან მის წარმომადგენელს მასთან.

„ორი კონკრეტული კითხვა მექნება ბატონო ბესო. თქვენ თქვით, რომ მამათქვენის ეს კონკრეტული ისტორია დაიწყო 2006 წელს. მოთხოვნილი იქნა თანხა, რომელიც გასაგებია, რომ მამათქვენმა მიიტანა. ამის შემდეგ თქვენ იხსენებთ 2011 წელს, როდესაც მამათქვენს ვარაზისხევში დახვდნენ, იძალადეს მასზე და მოსთხოვეს ის, რაც მოსთხოვეს.
საინტერესო აქ რა არის საზოგადოებისთვის? 2006 წელს მოთხოვნილი 5 მილიონის გადახდის შემდეგ, 2011 წლამდე რამეს სთხოვდნენ და არ აკეთებდა? ამის გამო დახვდნენ ვარაზისხევში, სადაც გაუსწორდნენ ფიზიკურად იმიტომ, რომ მას ვითომ ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული თუ რა ხდებოდა? ანუ რამე იყო მოთხოვნილი, რაც არ შეასრულა და ეს გახდა მიზეზი ფიზიკური ძალადობის?
ასევე გასაგებია, რომ მამათქვენის ამბავი აუცილებლად ცნობილი უნდა ყოფილიყო მაშინდელი სახალხო დამცველისთვის. მაინტერესებს ერთხელ თუ მაინც იყო სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შესული მამათქვენთან და მოიკითხა მისი ამბავი. ცნობისთვის მაშინ სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გახლდათ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის პასუხად ბესო ხარძიანმა აღნიშნა, რომ მის მამას მაშინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თვალითაც არ უნახავს. რაც შეეხება ქონების დათმობასთან დაკავშირებულ კითხვას, ბესო ხარძიანის თქმით, მის მამაზე ზეწოლა იმიტომ დაიწყო წინა ხელისუფლებამ, რომ იცოდნენ, ნებაყოფლობით ქონებას ვერ დაათმობინებდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში...