გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზნები გაიშიფრა და მათი მომხრე აღარავინ აღარ არის.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ოთხ ოქტომბერს დაიწყეს და ოთხშივე დაამთავრეს რადიკალური პროცესები, შემდეგ კი ხუთ ოქტომბერს დაიწყეს დანაშაულის აღიარებები, რაც ახლაც გრძელდება. რადიკალები მიხვდნენ, რომ მხარდამჭერი აღარ ჰყავთ და მათი მიზნები გაიშიფრა – საქართველოში აღარასოდეს უნდა მოხდეს რევოლუციები, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ა.შ.

მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება – რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო. თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ – მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც. ხომ ამბობენ, რომ ოთხ ოქტომბერს არაფერი არ მომხდარა?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია – ეს...

როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი...