გონჩარენკო უკრაინის მომავალზე: სამი არჩევანი გვაქვს – მშვიდობა, მარცხი და განადგურება და კაპიტულაცია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განვითარების სამი სავარაუდო სცენარის შესახებ დაწერა, რომელთაგან ერთი მშვიდობაა, მეორე – მარცხი, ხოლო მესამე – განადგურება და კაპიტულაცია.

„ახლა ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი: მშვიდობა, მარცხი და განადგურება და კაპიტულაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მეორე და მესამე ვარიანტისკენ მივყავართ“, – დაწერა გონჩარენკომ.

მან ასევე გაიხსენა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტზე, ჯეი დი ვენსზე უკრაინელი აქტივისტების თავდასხმა, როცა ის თავის 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა. „რას მივაღწევთ ვენსის 3 წლის გოგოზე თავდასხმით? ის საკუთარ პოზიციას შეცვლის და აშშ-ში არსებულ მთელ შეიარაღებას ჩვენ მოგვაწვდის?“, – დაწერა გონჩარენკომ.

მისი თქმით, ამერიკის გარეშე არაფერია შესაძლებელი. გონჩარენკომ მოუწოდა იმ ხალხს, ვინც აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერ მიტინგებს აწყობს, ჩამოვიდეს უკრაინაში. „თქვენ აქ უფრო გვჭირდებით“, – დასძინა უკრაინელმა დეპუტატმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...