გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე: მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა ავტოფარეხში არ ველოდი

მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა გარაჟში არ ველოდი! რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას?, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე განაცხადა.

გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა.

„მეგონა, ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა გარაჟში არ ველოდი! რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას? რა ინვესტიცია გაქვთ ჩადებული ამ გარაჟში?! რა სჭირს დასაცავი, ან ვისგან იცავთ?! გაგვიმხილეთ, თუ პირადად არა ღია წყაროებიდან მაინც, ანდა საპარლამენტო გარაჟდამცავი კომისია შექმენით!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო. არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება. მოსწავლეთა ორგანიზაცია „ლელისეანი” დღეიდან საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოვიდა. მანამდე მოსწავლეთა პროფკავშირმა, „იუ-ეს-ელმა“ და სტუდენტურმა გაერთიანებამ ახალგაზრდებს 3 ნოემბერს...