გიორგი ვოლსკი „გრანტების შესახებ“ კანონზე: გამკაცრებაზე უფრო პრევენცია ეწოდება, რომ ქვეყანაში არ იყოს ისეთი ვითარება, როდესაც გარედან შემოტანილი ფულადი რესურსებით შესაძლებელია დესტაბილიზაცია

გამკაცრებაზე უფრო პრევენცია ეწოდება, რომ ქვეყანაში არ იყოს ისეთი ვითარება, როდესაც გარედან შემოტანილი ფულადი რესურსებით შესაძლებელია დესტაბილიზაციის მოხდენა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება, რომელიც ქვეყანას ემსახურება, არ იქნება შეზღუდული.

„სხვა შემთხვევაში არავინ არაფერს უშლის, არც ერთი პროექტის განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის განვითარებას, შეზღუდული არ არის“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილავენ „გრანტების შესახებ“, ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და დამატებით ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი და ზუსტდება გრანტების განმარტება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი...