გია აბაშიძე – თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას – უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი

თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას – უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ესაჭიროება, ხოლო შანტაჟისტი ევროკანონმდებლების არასავალდებულო რეზოლუცია ასეთად ვერ იქნება.

მისივე თქმით, ხსენებული სამარცხვინო დოკუმენტის მიღებით, ევროპარლამენტარებმა დაგვანახეს, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს.

„თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას – უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

ამასთან, პროცედურის დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ესაჭიროება, ხოლო შანტაჟისტი ევროკანონმდებლების არასავალდებულო რეზოლუცია ასეთად ვერ იქნება.

ხსენებული სამარცხვინო დოკუმენტის მიღებით, ევროპარლამენტარებმა დაგვანახეს, რომ მათთვის საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს.
ამ ყველაფრის უგულებელყოფა კი ძალიან შორსაა ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობებისგან“, წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ...

გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი - რატომ არ ამბობს, რომ გმობს 2024 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას? იმიტომ რომ, რა მომენტშიც ამ ძალადობას დაგმობს,...