მაგდა მამუკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში.

აქვე, ამბობს, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება, შესაბამისად, მისივე თქმით, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას უჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხალხს აჯანყებამდე მიიყვანს უხიაგი მთავრობა, სადაც კონსტიტუციას გადაიხევენ თავზე და საკონსტიტუციო წესრიგს თავად დაამხობენ, სადაც ხალხის მიერ საუკუნეების წინ არჩეულ საგარეო კურსს ერთი განცხადებით შეცვლიან. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს, ვინაიდან ხალხს აქვს მთავრობის ჩამოგდების უფლება, დამხობის უფლება ეგეთ დროს. ირაკლი კობახიძემ არ იცის, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება? და კობახიძე ფრთხილად იყოს თავის გაბუებულ თავში არ მოხვდეს ეგ მოლოტოვის კოქტეილი, ხალხი ისე არ გაამწაროს ბოლოს.

რა ყველაფერი უნდა ღეჭო ამ ქოცებისთვის, კი ვერ დააჯერებ, რომ კანონში რაც არ წერია, ისეთი უფლებებიც არსებობს.

რატომ კომპლექსდებით ყველა ამ მოლოტოვის კოქტეილის ხსენებაზე?!

ხ ა ლ ხ ს ა ქ ვ ს ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!

ბუნებითია ეგ!“-წერს მაგდა მამუკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

პრემიერი: გამოწვევების მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს მოქმედებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის სიმტკიცისა...

გასული წლების განმავლობაში, ვიხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში ჩარევისა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფის არაერთი მცდელობა - ამ მცდელობების უკან დგას იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც...

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული...

საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ...

ირაკლი კობახიძე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების საქმეში, - ამის შესახებ...

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა...

გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილეს. სულ რაღაც სამი ათეული წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირებით, ომებით და განადგურებული ეკონომიკით ძალაგამოცლილმა სახელმწიფომ...