გია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.“

მისივე შეფასებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება.

„მკაცრად ისევ ვიმეორებ – ანტისახელმწიფოებრივი ჭიები გასანადგურებელია! კმარა ამდენი ე.წ. ტოლერანტობა!

დებილობა “რადიო სვაბოდას” თანამშრომლებში სასოწარკვეთილი პირადი ცხოვრება ექტრაპოლირებული რეალობა ვერასდროს იქნება!

რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი. ამას სი@ობა ზედებილობა უწევს ტირაჟირებას, ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია ქვეყნის მტრობის გარდა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება. შესაბამისო სტრუქტურებო, იმოქმედეთ!“ – წერს აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ...

მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი...