გია აბაშიძე: ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა – სულით ბინძური და ფულისტი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას, რომელშიც გალერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022-2023 წლებში, მაიკლ გალერმა დაახლოებით 470,000 ევრო მიიღო საამიროებიდან კატარის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებისთვის, შესაბამისად, “ამ მჩხავანა ევროკანონმდებლების” ბიოგრაფიებში მუდმივად ჩანს მათი მექრთამეობა ანუ ე.წ. ლობისტობა.

„ქართველთმოძულე გერმანელი ევროპარლამენტარის მაიკლ გალერის (EPP/CDU) უხამსი კომენტარები ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, ევროპელი პოლიტიკანის თვალსაჩინოებაა – სულით ბინძური და ფულისტი. რატომ არის, რომ ამ მჩხავანა ევროკანონმდებლების ბიოგრაფიებში მუდმივად ჩანს მათი მექრთამეობა ანუ ე.წ. ლობისტობა?

სხვადასხვა მედიასაშუალებებში იყო ინფორმაცია, რომ 2022-2023 წლებში, მაიკლ გალერმა დაახლოებით 470,000 ევრო მიიღო საამიროებიდან კატარის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებისთვის. არ მგონია, რომ ნაცსექტამ ამ სამარცხვინო გალერს ამდენი მიუგდო, გაცილებით იაფი დაჯდებოდა ეს იაფფასიანი.“ – წერს გია აბაშიძე.

https://www.facebook.com/share/1A7iGgjjTH/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად,...