გია აბაშიძე-დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებაზე და სესხებზე “მჭევრმეტყველება” ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო

„უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის “პედესტალიდან” საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გამოხმაურებაზე.

ანალიტიკოსის თქმით, დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა.

„დაყვედრება გაკეთებული სიკეთის, გაწეული დახმარების შეხსენებაა, საყვედურის ტონით თქმაა. სამწუხაროდ, დამადლებისა და გაკიცხვის ელფერით გაწეულ ნაწილობრივ დახმარებაზე და სესხებზე “მჭევრმეტყველება” ცალკეული დასავლელი აქტორების მხრიდან მახინჯ ტენდენციად იქცა და არასერიოზული ხასიათი მიიღო. უცხოელი დიპლომატების, პოლიტიკოსების მხრიდან ქედმაღალი მევახშის “პედესტალიდან” საუბარი მიუღებელია და დამაზიანებელია ამგვარი გზავნილების ავტორებისთვის.“-წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...