GB News: ბრიტანეთის პრემიერ ბრალი დასდეს იმაში, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრალი დასდეს იმაში, რომ ბრიტანეთის პროკურატურის ხელმძღვანელობის პერიოდში ბავშვთა მიმართ სექსუალურ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მხოლოდ გაფრთხილებით ათავისუფლებდა – პრემიერ-მინისტრის კრიტიკოსები სასწრაფო პასუხებს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია GB News-ი ავრცელებს.

კრიტიკოსებმა პრემიერ-მინისტრის პოზიცია „სრულიად დაუსაბუთებლად“ გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ ის ხელმძღვანელობდა „პედოფილთა ანტისოციალური ქცევის ბრძანების“ გამოყენებას, რაც ეჭვმიტანილებს საშუალებას აძლევდა, უბრალოდ გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლებულიყვნენ.

გამოძიების შედეგად აღმოჩენილია მისი, როგორც ბრიტანეთის მთავარი პროკურორის, მუშაობის დროინდელი დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ „ადგენდა და ათანხმებდა“ სტარმერი პოლიციის უფროსებთან გამაფრთხილებელ შეტყობინებებს, რომლებიც, ინფორმატორების თქმით, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილ პირებს გადაეცათ.

პრემიერის ოფისი ხაზს უსვამს, რომ გამაფრთხილებელი შეტყობინებები შედგენილია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში.

კირ სტარმერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი „არ ცვლიან სისხლისსამართლებრივ დევნას“, არამედ „იცავენ ახალგაზრდების უსაფრთხოებას და ხშირად მიმდინარე გამოძიების ნაწილსაც“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე – დანაშაულის ნიშნების არ არსებობის...

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში...