გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას ფულის აღებაში ადანაშაულებს

„ოცნებამ” ფული გადაიხადა, ვიღაც სტუმრებსაც ელოდებოდა, მაგრამ ისინიც ვერ ჩამოვიდნენ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ფასი არ აქვს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კი ფორმალურად გამოუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

„უნგრეთისგან ლეგიტიმაციის მიღებას ხომ ფასი არ აქვს არა? ნატოს ხელმძღვანელმა, როცა ფორმალურად, მიყოლებით აგზავნიან [მისალოცი გამოაგზავნა]. ჩვენ ხომ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ?!” – აღნიშნა გახარიამ.

წამყვანის თქმით, ქართულმა მხარემ რამშტაინის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მის დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა, გადახდილი ფულით ჩამოდიოდა საქართველოში, გახარიამ უპასუხა: „შემოტყუებით როგორც მინიმუმ“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...