ევროკომისიის პრეზიდენტი მკაცრად გმობს მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაცრად დაგმო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ევროკავშირი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება მსოფლიოს მოწყვლადი ნაწილისთვის. ევროკავშირის სოლიდარობის პროგრამა გააგრძელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანას უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება აღარ მოქმედებს.

„ფაქტობრივად, შეთანხმების მოქმედება დღეს შეჩერდა. როგორც მანამდე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, მოქმედების ვადა 17 ივლისს იწურება. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხებოდა, დღემდე არ შესრულებულა. ამიტომ შეთანხმება აღარ იმოქმედებს“, – აცხადებს პესკოვი.

მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულდება, მოსკოვი შეთანხმების რეალიზებას მიუბრუნდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...