ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.

საბჭოს სხდომა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება. საკითხზე მთავარი მომხსენებელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე: 5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და,...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური პოლიტიკური პარტიების სავარაუდო აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, პოლიტიკური სივრცე ჯანსაღმა, ხალხის...