ეკა სეფაშვილი: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე.

მისი თქმით, კარგია, რომ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას არჩიეს, სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომა გამოეყენებინათ და საპროცესო გარიგებაზე წავიდნენ.

„მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია. ვურჩევ, არ დაუჯერონ უცხოელ პატრონებსა და ქვეყნის შიგნით არსებულ აგენტურას, რომლებიც მათ ციხეში დარჩენისკენ მოუწოდებენ, იმისათვის, რომ მათი პატიმრობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია – ეს...

როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი...