დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, – აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს მთიანი რეგიონების საერთო გაძლიერებას.

„ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დაბრუნებას, მთის გაძლიერებას და მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში“, – აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...