დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა

დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას 10%-იანი გლობალური ტარიფები დაუწესა.

„ჩემთვის დიდი პატივია ოვალურ კაბინეტში ხელი მოვაწერო აღმასრულებელ ბრძანებას ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი გლობალური ტარიფების დაწესების შესახებ, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.

ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში დაწესებული მასშტაბური გლობალური ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „იმედგაცრუებულია“ და აღნიშნა, რომ „სხვა ალტერნატივებს“ გამოიყენებდა.

„ახლა სხვა მიმართულებით წავალ, ალბათ იმ მიმართულებით, რომელიც თავიდანვე უნდა ამერჩია. ეს თავდაპირველ არჩევანზე უფრო ძლიერი იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ახალი ტარიფების დაწესებას 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის თანახმად განიხილავდა. თუმცა, აღნიშნული ტარიფები ძალაში 150 დღის განმავლობაში დარჩება, თუ მათი მოქმედების ვადის გაგრძელებას მხარს აშშ-ის კონგრესი არ დაუჭერს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის...

მიუღებელია ევროკომისიის ანგარიშის მცდელობა, სახელმწიფოს მიტაცებად წარმოაჩინოს ხალხის მიერ დიდი უპირატესობით არჩეული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მართვა, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არჩეული ხელისუფლების ვალდებულებაა სახელმწიფოსა...