დიდუბის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის N38-ში განახლებული რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5 000 კვ. მ ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა განთავსებული, კაპიტალურად რეაბილიტირდა. ასევე, განახლდა საპარკე ინვენტარი და მოეწყო შადრევანი.

„დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მოწესრიგებული და განახლებულია. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები, ძაღლების სასეირნო სივრცე, რომელიც შემოღობილია, ძალიან სასიამოვნო გარემოა დასვენებისთვის და გართობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი.

პროექტის განხორციელებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 644 444 ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კაია კალასი: ევროპელები უკრაინის ომით დაიღალნენ

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განაცხადებით, ევროპაში ადამიანები უკრაინის ომით დაიღალნენ. როგორც კალასმა მონრეალის უნივერსიტეტში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანიტა ანანდთან საჯარო...