დავით ზურაბიშვილი: კახეთი ყველაზე პრორუსული რეგიონია

აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით, – წერს ოპოზიციონერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, კახეთის რეგიონთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, კახეთი განსაკუთრებით ახლა გამოირჩევა ხელისუფლების მხარდაჭერით. შესაბამისად, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კახეთი პრორუსული რეგიონია და იქ მაცხოვრებლებისთვის, რუსეთი ღვინის გაყიდვასთან ასოცირდება.

“აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა ილაპარაკა ბერძენიშვილმა ერეკლეზე და რას ამბობდა გვარამია ტელევიზიით. ლაპარაკით ბიძინა და მისი მარიონეტები რომ ლაპარაკობენ ღლეობებს, იმისთანა უნდა, მაგრამ ამომრჩეველი მაინც ჰყავთ.

კახეთი ამის გარეშეც ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა მით უმეტეს, რამდენადაც გამოკითხვების მიხედვით ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან.” – წერს ზურაბიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...